რეჟიმი ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას დახურულ კარს მიღმა აწყობს - კუპრაშვილი ვერ ამბობს, ვის შეეხება აღნიშნული კანონი

20.05.25 11:34
რეჟიმი ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას დახურულ კარს მიღმა აწყობს - კუპრაშვილი ვერ ამბობს, ვის შეეხება აღნიშნული კანონი

რეჟიმი ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას დახურულ კარს მიღმა აწყობს. დილიდან დაანსოსებული იყო, რომ რაჟდენ კუპრაშვილი დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წამრომდგენლებს შეხვდებოდა, თუმცა მედიასთან ჯერ არცერთი ელჩი არ  გამოჩენილა.

თავად კუპრაშივლი კი ამტკიცებს, რომ კანონი ამერიკული ფარას ანალოგია, ის რეპრესიებს არ ემსახურება და მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ფარას კანონი, პირიქით, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და არანაირად არ არის ეს კავშირში რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან. ფარას კანონი, შეიძლება, შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს. ერთი არის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად, ის პოლიტიკური საქმიანობა, რაც კანონს აქვს განსაზღვრული. 

აქ არანაირად არ არის საუბარი რაღაც შეზღუდვების დაწესებაზე. პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, - ამტკიცებს კუპრაშვილი. 
 

ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ვერ ამბობს, ვინ არის აგენტი და ვის შეეხება აღნიშNული კანონი.

ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვიწია რამდენიმე დღის დამატება სამუშაო შეხვედრების და თქვენ შეგიძლიათ და თქვენს ტელევიზიას, მობრძანდეთ და მოისმინოთ, - ამბობს კუპრაშვილი. 

აგენტების კანონის შემოტანის დროს ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებდა, რომ ფარა იყო გაცილებით უხეში და არ შეესაბამებოდა ქართულ რეალობას და არ იცავდა ადამიანის უფლებებს. ამის მიუხედავად დღეს რეჟიმმა ფარას კანონის სიტყვა-სიტყვით გადმოაკოპირა. 

ივანიშვილის პრემიერი ახლაც იმოდოვნებს, რომ პარლამენტშ აღნიშნული კანონის დახვეწა მოხდება 

"ოცნების" რეპრესიული კანონი ქვეყანაში  31 მაისს ამოქმედდება, თუმცა მას დაუმორჩილებლობას უცხადებს  ყველა ორგანიზაცია, გარდა მათი, ვინც "ოცნებას" სრულ მორჩლებას უცხადებს.