სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ ველზე არაფერს შეცვლის - მამუკა ხაზარაძე

01.10.21 15:43
სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ ველზე არაფერს შეცვლის - მამუკა ხაზარაძე

სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ ველზე არაფერს შეცვლის - ამის შესახებ ,,ლელოს" ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ჩამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.

მისი ჩამოსვლა არაფერს შეცვლის პოლიტიკურ ველზე. სააკაშვილს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, უბრალოდ, ლიდერი დაბრუნდება საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ მასზე ბრალია წაყენებული, განაჩენია გამოტანილი, თუ კანონიერ ქვეყანას ვაშენებთ, შესაბამისად, ის უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, იმ მართლმსაჯულების, რომლი შექმნაში მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. შემდეგ კი ,,ქართულმა ოცნებამ" ეს გადმოიბარა. ეს არის სცენარი. ჩვენი მთავარი ამოცანა კი ხვალინდელი დღეა - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.