უნდა დაუბრუნდეთ ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას ვერ შევძლებთ - მარტა კოსის გზავნილი "ოცნებას"

20.05.25 12:08
უნდა დაუბრუნდეთ ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას ვერ შევძლებთ - მარტა კოსის გზავნილი "ოცნებას"

საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე "Euroscope"-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ასევე, ევროკომისარმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მოუწოდა, ევროპული ღირებულებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლონ. 

გზავნილი ქართული ოცნებისთვის ასეთია: მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას ვერ შევძლებთ. ქართველ ხალხს კი მოვუწოდებთ იყოს მტკიცედ, იბრძოლოს ევროპული ღირებულებების დასაცავად. ჩვენ თქვენზე ვართ დამოკიდებული"- თქვა მარტა კოსიმ.