სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში - მდინარაძე
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცზე, იმყოფება. მდინარაძის თქმით, ვიდეო, რომელიც სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფალსიფიცირებულია.
სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცზე. რა სიმბოლურია, რომ ტრუსკავეცში, მისივე ენაზე რომ იმყოფება. ის იმყოფებოდა, ღამე ვითომ ბათუმიდან რომ დებდა ვიდეოს. სასტუმრო "რიქსოსში" შეიძლება, დაიმალოს მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება, ამ კაცმა დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა სამუდამოდ ამ ბინძური ფეიქით, დაამთავრა ,,ნაც მოძრაობა" საერთოდ, ეს არის ერთი მხრივ არის ძალიან კარგი იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა უნდა დასრულებულიყო, წავიდა ვაბანკზე, შედეგად მიიღო, რომ ,,ნაცმოძრაობა" დასრულდა, ამას ქართველი ხალხი აჩვენებს საარჩევნო ყუთებთან", - თქვა მდინარაძემ.