გირაოს არგადახდა ჩემი პრინციპული პოზიციაა - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხახდებს, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდას პრინციპულად არ აპირებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ არც პარლამენტი და შესაბასამიდ, არ მისი კომისია ლეგიტიმური არ არის.
ამასთან, ზურა ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამოირცხავს. მისი თქმით, თუ რეჟიმი ყველა პოლიტიკოსს დააკავებს, ბრძოლა ამით არ შეწყდება და ასპარეზზე ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან.
გირაოს არგადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე. მე ვამბობდი, რომ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერი სისულელე, რაც არ უნდა დაგავალონ, არ უნდა გააკეთო.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ, არაფერი, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები. ყველა პოლიტიკოსია ვინც ახლა ქუჩაშია და ვინც იბრძვის. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობა ქუჩიდან და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს