გადაიხდის თუ არა ვაშაძე გირაოს - რას ამბობს პოლიტიკოსი

20.05.25 13:31
გადაიხდის თუ არა ვაშაძე გირაოს - რას ამბობს პოლიტიკოსი

 

 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გადაჭრით ვერ ამბობს, გადაიხდის თუ არა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ ჯარიმას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყველაფერს თანაგუნდელებთან ერთად ხვალ გადაწყვეტს. 

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ადრე თუ გვიან მაინც დააპატიმრებს. მისი თქმით, ყველას კარგად იაზრებს რა ბრძოლაშია და რომ არცერთი ნაბიჯი უკან არ უნდა იქნეს გადადგმული. 

მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, ძალიან ბევრ მოსაზრებას ვისმენ. არგუმენტები არის ორივე მხარეს, შესაბამისად, გადაწყვეტილებას მივიღებ უკვე თანაგუნდელებთან ერთად. ალბათ ხვალისთვის უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, იმიტომ, რომ ვადები ასეა. სადაც უფრო ეფექტურად ჩავთვლი ჩემს თავს, იმის მიხედვით მივიღებ უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილებას.

ისიც ვიცი, რომ დაპატიმრება, ახლა თუ არა, ადრე თუ გვიან, თუ რეჟიმი არ შევცვალეთ, ყველას მოგვიწევს და ესეც აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს ყველას, ვინც ამ ბრძოლაში ვართ. ძალიან კარგად ვიცით რას ვებრძვით, როგორ უსამართლობას ვებრძვით და არცერთი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან უკან არ იქნება, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს