ვინმეს კითხვა უჩნდება საითკენ მივდივართ?! - ზურაბიშვილის განცხადება

20.05.25 14:10
ვინმეს კითხვა უჩნდება საითკენ მივდივართ?! - ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კრიტიკულად აფასებს. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსგავსი შერწყმის მაგალითები რუსეთში, ბელარუსში, ჩრდილოეთ კოერაში და თურქმენეთშია. 

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "ოცნების" საგარეო კურსის ცვლილებას ეს ფაქტიც ცხადყოფს.

ამ ორი უწყების შერწყმის მაგალითები არსებობს შემდეგ ქვეყნებში : რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილო კორეა, თურქმენეთი, …
ვინმეს კითხვა უჩნდება საითკენ მივდივართ!, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება 19 მაისს ბიუროს მოხდა, ცვლილება 26 კანონში შედის.

ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.