სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია - ლევან იოსელიანი

01.10.21 15:55
სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია - ლევან იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია, ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა განაცხადა. ლევან იოსელიანის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ნათელი ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების უსუსურობა.

საწადელს მაინც მიაღწია, სააკაშვილმა დღის წესრიგიდან ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებიდან გადაიტანა მის სასარგებლოდ. დღეს და ხვალ სავარაუდოდ იმაზე იქნება საუბარი, არის თუ არა ის საქართველოში. თუ ჩამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს, რომ საზღვარი პრაქტიკულად არ გვაქვს და ასე შეიძლება, შეხვიდე და გამოხვიდე, რის მაგალითებიც იყო აქამდე და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამას - თქვა ლევან იოსელიანმა.