წულუკიანის კომისიის მიზანი პროპაგანდა და პოლიტიკური ლიდერების დაკავებაა - ირაკლი კუპრაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ წულუკიანის კომისიის მიზანი ერთის მხრივ, პროპაგანდა, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური ლიდერების დაკავებაა.
ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა ერთმანეთის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია და კოალიციის წევრები ყველა იმ ლიდერის პროცესზე მივლენ, ვის გასამართლებასაც რეჟიმი ამ თვეში გეგმავს.
მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ წინაპირობები, რომ ჩვენ მარტივად მოგვერიოს. მიუხედავად ნებისმიერი მოცემულობისა, ჩვენ ვიქნებით თითოეული პოლიტიკური ლიდერის მხარდამხარ, სოლიდარობის ნიშნად მათ გვერდით ამ სასამართლო პროცესებზე. არ არსებობს ალტერნატივა ამ ძალის დამარცხების გარდა. ამ კომისიის მიზანი იყო ორი: პროპაგანდა და პროპაგანდისთვის საკვების მიცემა და მეორეს მხრივ, დაკავება პოლიტიკური ლიდერების. ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ დაკავებას და პატიმრობას თითოეული პოლიტიკური ლიდერის, - ამბობს კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ანალოგიური ბრალდებით აპირებს რეჟიმი ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის გასამართლებას გეგმავს.