პროდასავლური ლიდერების დაკავებას მძაფრი რეაქცია მოჰყვება - გიორგი კირთაძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებსაც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ასამართლებენ, რეჟიმი დააპატიმრებს. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელოდება, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას, კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია მოჰყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც.
წინააღმდეგობა რეჟიმთან არის უმნიშვნელოვანესი და ართანამშრომლობა მასთან და რასაც მოაქვს შედეგი არის ეს : წინააღმდეგობა და ართანამშრომლობა. ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ დღეს ხელს არავინ ართმევს ივანიშვილ-კობახიძის რუსულ ოცნებას, სანქცია სანქციაზე ემატებათ, ამერიკაში მეგობარი აქტი განიხილება, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპზე უკვე მიღებულია და ა.შ.
ამიტომ, კი, ველოდები, რომ მოხდება პროდასავლური ლიდერების დაკავება და ასევე ველოდები იმას, რომ ამას ექნება კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, - ამბობს გიორგი კირთაძე.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ანალოგიური ბრალდებით აპირებს რეჟიმი ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის გასამართლებას გეგმავს.