ივანიშვილი ფორმაში აღარ არის... მთავარია, ოპოზიცია მის მოედანზე არ გადავიდეს - ჩერგოლეიშვილი

20.05.25 15:16
ივანიშვილი ფორმაში აღარ არის... მთავარია, ოპოზიცია მის მოედანზე არ გადავიდეს - ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმისგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება გასაკვირი არ იქნება, თუმცა მისი თქმით, მთავარია, ისინი "ოცნების" მოედანზე არ გადავიდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ივანიშვილი ფორმაში აღარ არის და შესაბამისად, არც ოპონენტების ციხეში გამომწყვდევა იქნება მისთვის მარტივად გადასატანი. 

ყველაფერი შეიძლება, ქნას ბიძინა ივანიშვილმა, მთავარია, ჩვენ არ გადავიდეთ მათ მოედანზე, არ დავიწყოთ ნერვიულობა იმაზე, ვის როდის დაიჭერს, ამან არ მოახდინოს ჩვენს ნებისყოფაზე გავლენა და მივაწვეთ ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის სისუსტის ნიშანი, აღარ არის ბიძინა ივანიშვილი იმ ფორმაში, რომ პოლიტიკოსები გამოკეტოს და ეს ადვილად გადაიტანოს, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ანალოგიური ბრალდებით აპირებს რეჟიმი ნიკა გვარამიას,  ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის გასამართლებას გეგმავს.