"ოცნებას" პარტიების ლიდერების დატყვევება სავაჭროდ სჭირდება - სანიკიძე

20.05.25 15:16
"ოცნებას" პარტიების ლიდერების დატყვევება სავაჭროდ სჭირდება - სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ფიქრობს, რომ "ოცნებას" პოლიტიკური ლიდერების დატყვევება სავაჭროდ სჭირდება. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული რეჟიმმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპონენტების ჩართულობის მიზნით გამოიყენოს. 

ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ მიხეილ სააკაშვილი 3 წელიწადზე მეტია არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე. ასეთ ტყვეობაში უნდათ სხვა პარტიების ლიდერებიც აყვანაც, რომ შემდგომში, რაღაც ვითარებაში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სათქმელი, რომ აი, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებში შემოსვლის სანაცვლოდ ვივაჭროთ კონკრეტული ადამიანების თავისუფლებით და ამ თემაში თუ ვინმე შეჰყვება „ქართულ ოცნებას“, იქნება მთლიანად ამ პროცესის ღალატი", - ამბობს ლევან სანიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით 14 მაისს შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ანალოგიური ბრალდებით რეჟიმი ნიკა გვარამიას,  ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის გასამართლებას გეგმავს.