კობახიძე-ღარიბაშვილის ტანდემი კვებავს და აძლიერებს სააკაშვილს - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი, დაიცვას სახელმწიფო და ამომრჩეველი. ,,კობახიძე-ღარიბაშვილის ტანდემი სააკაშვილს აძლიერებს"- აცხადებს ხუხაშვილი.
,,ქართული ოცნების" ამომრჩეველს მინდა, ვუთხრა - სრულიად აშკარაა, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის ტანდემს არა აქვს უნარი, არა თუ სახელმწიფო, არამედ თქვენც დაგიცვათ ,,ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებისგან. უფრო მეტიც, თავისი უგუნური მოქმედებებით ყოველდღიურად კვებავენ და აძლიერებენ სააკაშვილს.
ამიტომ, სანამ დროა, იპოვეთ ის პარტია, რომელიც ამას შეძლებს და ის შემოხაზეთ.
დღეს ,,ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა მხოლოდ აჩქარებს და გარდაუვალს ხდის ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას.