გირაოს გადახდა არ იქნება - ნიკა გვარამია
თბილისის საქალაქო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ოპოზიციონერს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წაუყენეს ბრალდება. როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, მოსამართლე პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.
რადგან დღეს წინასასამართლო სხდომაა, პროცედურულად, დღეს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ უნდა მოითხოვოს, რადგან კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს 30 000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს გასდის, თუმცა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გაბიტაშვილის უწყებამ ეს შუამდგომლობა მაინც დააყენოს.
დღეს პროცესზე მისულმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დავაყენებთ, იმიტომ, რომ რეალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის დაყენებული, როცა იგივეზე არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეს სუფთა სამართლებრივი დეტალია, მაგრამ ცხადია, რომ არაფერი არ მოხდება. მეორე, გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7-ში როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით. ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს. ამას გარდა, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ადამიანები დღემდე ციხეში არიან და მე გარეთ ვიყო, იმიტომ, რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩაში და ეს ხალხი ლამის წამების მსვერპლნი იყვნენ, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დავუშვებ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ ამაქვს მორალური სასამართლო. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. თავისუფლების შეზღუდვა, ციხე და ა.შ. არ არის მარტივი საკითი, რომ სხვას ჭკუა დაარიგო ამ თვალსაზრისით", - ამბობს გვარამია.
ადვოკატების განმარტებით, შუეძლებელია გირაოს ვადის ამოწურვამდე პროკურატურამ აღკვეთის შუამდგომლობის პატიმრობით შეცვლა მოითხოვოს.
ასეთი რამ ჯერ სასამართლო სისტემაში არ ყოფილა - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ იძლევა, იმიტომ, რომ თუ არის გირაო შეფარდებული სასამართლოს მხრიდან და განსაზღვრულია კონკრეტული ვადა, იმ კონკრეტული ვადის პერიოდში, ნებისმიერ დროს ადამიანს აქვს საშუალება რომ გადაიხადოს გირაო, ამიტომ, ვადამდე შუამდგომლობის დაყენება, თუნდაც ადამიანი ამბობდეს, რომ არ სურს გირაოს გადახდა და აღკვეთის ღონისძიების შესრულება, მაინც საფუძველს მოკლებულია. ასეთი რამ ჯერ სასამართლო სისტემაში არ ყოფილა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ არც იქნება. გირაოს ვადა გასდის მაშინ, როცა არის ბოლო დღე. ბოლო დღის შემდეგ, უკვე ბრალდების მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძების, პატიმრობით შეცვლა. იქამდე თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხულია, რომ პროკურატურამ დააყენოს შუამდგომლობა", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
ადვოკატის თქმითვე, პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ არც გირაოს ვადის ამოწურვის შემდგ დააყენოს აღკვეთის ღონისიძების შეცვლა.
მე მათ ადგილას არ დავაყენებდი, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ იჭერ ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერს- ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ არ დააყენონ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისიძების შეცვლაზე, მე მათ ადგილას არ დავაყენებდი, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ იჭერ ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის არის ძალიან მძიმე და ცუდი. ის სივრცეც ქრება, რომ ადამიანებმა განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა გარეთ. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, ისინი რას აპირებენ. მე დარწმუნებული ვარ, დღეს გამომსვლელ პროკურორს დღესაც არ აქვს ინფორმაცია, რას აპირებს. ეს არ წყდება გამომსვლელი პროკურორის ეტაპზე. აქ ალბათ მოხდება შეთანხმება გენერალურ პროკურატურაში, თუმცა ჩვენი სამართლებრივი და მეგობრული რჩევაც არის, რომ არ განახორციელონ მსგავსი ქმედებები, იმიტომ, რომ მათზეც, ჩვენზეც და ყველაზეც აისახება ძალიან ცუდად", - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.