ამ პირობებში ბრიუსელი ივანიშვილთან თანამშრომლობა არ განიხილავს - მწვავე გზავნილები ევროპიდან

20.05.25 20:43
ამ პირობებში ბრიუსელი ივანიშვილთან თანამშრომლობა არ განიხილავს - მწვავე გზავნილები ევროპიდან

ირაკლი კობახიძემ ევროპელები ვერ გადაარწმუნა. ბრიუსელის პოზიცია ისევ მკაფიოა და უცვლელი: ივანიშვილთან თანამშრომლობა ამ პირობებში არ განიხილება. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ხალხს და "ოცნებას" სხვადასხვა განწყობას უზიარებს - ხალხმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს, "ოცნებამ" კი კურსი შეცვალოს. 

არადა, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძე ტირანადან თავს იწონებდა, რომ დასავლელ ლიდერებს ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ესაუბრებოდა. რობერტა მეცოლასაც საყვედურის ტონით ეუბნებოდა, რომ არ მოსწონს, როცა ევროპა "ოცნებას" რუსულ მთავრობად მოიხსენიებს. ჩანს, რომ ეს ივანიშვილის პარტიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ოლიგარქის პარტიის ქმედებები მის განცხადებებს არ ამართლებს - ურთიერთობის გასაახლებლად მზაობას ვერც ევროპა ხედავს. 

მარტა კოსის განცხადება შანსია "ოცნებისთვის", რომ კურსი შეცვალოს თუ შანსი ხალხისთვის, რომ ევროპული მომავალი გადაარჩინოს? ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნების" მიერ საგარეო პოლიტიკის ცვლილების პერსპექტივა არ არსებობს. ივანიშვილის მთავრობამ თავად დაიყვანა ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე და მისი განახლების ნაცვლად კიდევ უფრო მეტად ართულებს. ამიტომ, პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მარტა კოსის გზავნილი ხალხს ეკუთვნის. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.