რა ტექნიკური ფუნქციები ჰქონდა საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებულ კამერებს - ცესკო თავის მართლების რეჟიმშია
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე თავის მართლებისა და ფაქტების უარყოფის რეჟიმშია. გიორგი შარაბიძე ამტკიცებს, რომ ცესკოში არ იცოდნენ, თუ რა ტექნიკური ფუნქციები ჰქონდა კამერებს, რაც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული - არ იცოდნენ, რომ ვიდეოკამერას ვაიფაის და ჯიპიესის ფუნქცია ჰქონდა.
ის, რის ცოდნასაც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უარყოფს, ადასტურებს დოკუმენტები - შაბათის ეთერმა გაასაჯაროა საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებულ კამერებს ვაიფაის ფუნქცია ჰქონდა - ანუ შესაძლებელი იყო ინტერნეტით ლაივ რეჟიმში საარჩევნო უბნებზე არსებული სიტუაცია სხვაგან გადაცემულიყო. კამერას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს - ჯიპიესი, რაც შესაძლებელს ხდის მარტივად დაადგინო, რა ლოკაციიდან აჩევენებს ის პირდაპირ ეთერს ანუ რომელი უბანზე აყენია.
ამ ინფორმაციას ფლობს როგორც ცესკო, ისე "ქართული ოცნება". სწორედ "ქართულმა ოცნებამ" გადასცა ცესკოს 2021 წელს მისი კუთვნილი 3685 ვიდეოკამერა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი უკან დაიბრუნა.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტით დგინდება, რომ კამერა მაღალი გარჩევადობისაა ანუ კარგი ხარისხის მასალას იწერს და მაღალი ზუმის ფუნქციაც აქვს, ისე, რომ არ გართულდება დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.