მთავრობის რეაქცია არაა ის, რაც ევალება - პრეზიდენტი სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საგაგებო მიმართვას ავრცელებს. ქვეყნის მთავარსარდალი მმართველ პარტიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე".
კომენტარები დღეს პარტიიდან კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებული არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის, როცა ქვეყანაში სახელწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცეები კითხვის ქვეშ აყენებენ",- ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია"- აცხადებს პრეზიდენტი.