რა სქემით ხვდება სანქცირებული ტვირთი რუსეთში - არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი?

20.05.25 20:49
რა სქემით ხვდება სანქცირებული ტვირთი რუსეთში - არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი?

რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის საქართველოდან ტექნიკის რეექსპორტი აიკრძალა. ეს მას შემდეგ, რაც "აიფაქტის" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოდან შუა აზიაში გაგზავნილი მძიმე ტექნიკა დანიშნულების დგილამდე არ ჩაიდიოდა და რუსეთში რჩებოდა.

გამოძიების თანხმად, საქართველოს გავლით, რუსეთში ათასობით მანქანა მოხვდა. რუსებსა და ბელორუსებზე შეზღუდვა შემოიღეს, მაგრამ ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებზე - არა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს მეორადი სანქციებისგან გადასარჩენად "ოცნების" მორიგი ტრიუკია. 

როგორ გაიშიფრა სქემა? "აიფაქტის" ჟურნალისტებმა ერთმანეთს შეადარეს საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი მძიმე ტექნიკის, მათ შორის, ბულდოზერების და ტრაქტორების ჩამონათვალი, შემდეგ კი ყირგიზეთის საბაჟო სამსახურიდან ამოიღეს რეალურად ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ტექნიკის მონაცემები. ცდომილება დიდია, რაც ადასტურებს, რომ სანქციების გამო აკრძალული ტვირთი, რეალურად, რუსეთში რჩებოდა.

რადგანაც ყაზახეთისა და ყირგიზეთის, ან აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის რეექსპორტის გაფორმება ისევ შესაძლებელია, რუსეთს შავი ხვრელი რჩება, რომ სასურველი ტექნიკა იქ მოხვდეს.

"ოცნების" რეჟიმისთვის, წესით, სტატისტიკაც საკმარისი უნდა იყოს. ქვეყანამ იანვრიდან აპრილამდე 44 ათასი ავტომობილი შეიძინა თითქმის 1 მლრდ დოლარის, აქედან 754 მილიონის ავტომობილები რეექსპორტით გავიდა საქართველოდან ყირგიზეთში.

ვრცლადნ ახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.