ვის ჩათვლიან აგენტად? - რეჟიმი რეპრესიულ კანონს 10 დღეში ამოქმედებს
სიტყვა აგენტის განმარტება რაჟდენ კუპრაშვილს უჭირს. ადამიანს, რომელსაც რეჟიმმა ფარას ამერიკული კანონის აღსრულების განსჯა ჩააბარა, სავარაუდოდ, კანონი წაკითხულიც კი არ აქვს. ზედაპირული ფრაზებით ცდილობს, კანონი კეთილი მიზნებით შეფუთოს, თუმცა ვინ ჩაითვლება აგენტად კანონის ამოქმედების შემდეგ, ვერ გვეუბნება.
ამერიკული ფარა, რომელიც ქართულ რეალობაში მედიაორგანიზაციებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის დამღუპველია, ძალაში ზუსტად 10 დღეში შევა.
ამერიკული ფარა ამბობს, რომ აგენტია ის ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც უცხოელი დონორისგან ფინანსდებაა და იმართება, ანუ უცხო ძალის დაკვეთებს ასრულებს და მის ინტერესებს ატარებს. ეს კანონი შტატებში მედიაორგანიზაციებსაა და არასამთავრობო სექტორს არ ეხებაა, თუმცა ქართულ რეალობაში გადმოთარგმნილ კანონს "ოცნება" დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად იყენებს.
ის მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ამერიკული ფარა ამოქმედების შემდეგ შეეხებათ, ამბობენ, რომ მათთვის აგენტის იარლიყი შეურაცხმყოფელია და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტით დამოუკიდებელი მედია პლატფორმები გაქრება.
ამერიკული ფარას "ქართული ოცნება" რეპრესიებისთვის იყენებს. აგენტად აცხადებს ყველას, ვინც უცხოური დონორებისგან ერთ დოლარს მაინც იღებს. ეს კანონი შეერთებულ შტატებში ასე არ მოქმედებს, თუმცა კანონს რეჟიმი ისე წერს და ისე კითხულობს, რომ გააჩუმოს ყველა, ვინც რეჟიმის პრორუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება. თუ "ქართულიი ოცნება" ამერიკული ფარას აღსრულებას თავისებურად შეეცდება, მაშინ განსხვავება რუსული კანონისგან აღარ იქნება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.