საქართველოს დაზვერვის სამსახურს სუსს უერთებენ - რა საფრთხეები არსებობს?
საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, უქმდება. მისი ყოფილი შეფი რეჟიმის ამ გადაწყვტილებით გაოგნებულია. დაზვერვის სამსახურის სუსი დაქვემდებარებაში გადადის, არადა 20 წლის განმავლობაში ის ყოველთვის დამოუკიდებელი უწყება იყო.
დაზვერვის სამსახურის მთავარი მოვალეობა, საქართველოსთვის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეაგირებაა. ამ მისიას დაზვერვის სამსახური თავას დასავლური სპეცსამსახურების დახმარებით ართმევდა. რა მოხდება ახლა? პერსპექტივა ბუნდოვანია.
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც თანამდებობა ირაკლი კობახიძის პრემიერიდან დანიშვნის შემდეგ მასთან ღირებულებითი შეუთავსებლობის გამო დატოვა, იხსენებს, რომ სამსახურის სუსთან შეერთების ცდუნება "ქართულ ოცნებას" 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ შიდა დისკუსიების და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ახლა კი, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, აზრი არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ აღარავისთვის უკითხავს.
საქართველოს დაზვერვის სამსახურს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რადგანაც უწყება დამოუკიდებელი იყო მის მუშაობასა და საიდუმლო ინფორმაციებზე წვდომა პარტიას არ გააჩნდა. ახლა კი, როდესაც დაზვერვის სამსახური პარტიულ ვერტიკალს დაექვემდებარება და მას სანქციების სიაში მყოფი ანრინ ოხანაშვილი უხელმძღვალელებს, ჩნდება კითხვა, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური ენდობა და ითანამშრომლებს ასეთ უწყებასთან?
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.