სახელმწიფო უწყებებმა უნდა დაადასტურონ ტყუილ-მართალი და არა პარტიამ - პრეზიდენტი სააკაშვილზე

01.10.21 16:52
სახელმწიფო უწყებებმა უნდა დაადასტურონ ტყუილ-მართალი და არა პარტიამ - პრეზიდენტი სააკაშვილზე

ხელისუფლების პასუხისმგებლობა და წინასაარჩევნო გარემო - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ყოფნა- არყოფნის საკითხი არა პარტიამ, არამედ სახელმწიფო უწყებებმა უნდა გაარკვიონ. 

არეულობის ტირაჟირება იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რომ ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, მშვიდობიანად და თავისუფალ გარემოში. მართალია თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს, ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზების წინაპირობას. ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს,  არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც თვითონ აცხადებენ, 3 ოქტომბერზე და ქუჩის გამოსვლებზე, ანუ დესტაბილიზაციაზე.

სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩვენებენ, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა რამის მზადება.

კომენტარები დღეს პარტიული ოფისებიდან კი არ უნდა კეთდებოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულია ფაქტებით დაუდასტურონ ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ.  დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.