არ დავემორჩილები რეჟიმის კაპრიზებს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გამტეხოს-ზურა ჯაფარიძე

20.05.25 21:38
არ დავემორჩილები რეჟიმის კაპრიზებს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გამტეხოს-ზურა ჯაფარიძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “სინამდვილეში ეს არის გატეხვის მცდელობა და არანაირ გირაოს არ გადაიხდიდა, ლარიც რომ დაეკისრებინათ.“

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს არის რეჟიმის მცდელობა, აიძულოს და ადამიანებს ცირკში მიაღებინოს მონაწილოება“.

ეს არის რეჟიმის მცდელობა, გაიძულოს, გაგაკეთებინოს რაღაცები. თვითონ გაიძულოს, მიგაღებინოს ცირკში მონაწილოება და თუ შენ ამას ემორჩილები, დაანახოს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მას შეუძლია დააჩმოროს და დაამციროს ნებისმიერი. სინამდვილეში ეს არის გატეხვის მცდელობა და არანაირ გირაოს არ გადავიხდიდი, ლარიც რომ დაეკისრებინათ,- ამბობს ჯაფარიძე. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოს იმ არგუმენტებსაც ასახელებს, რომელიც გირაოს გადახდის და არ გადახდის შემთხვევაში არსებობს.

არგუმენტები ორივე მხარეს არსებობს, გირაოს გადახდაზეც და არ გადახდაზეც. არ გადახდის შემტევვაში, გასაგებია, რომ პოლიტიკური ლიდერის დაჭერა, რეჟიმისთვის რაღაც ახალ ფაზაში გადასვლა იქნება. ამას ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვება რეაქციები ქვეყნის გარედან და ცხადია, რომ ბევრად მეტი პრობლემები შეექმნებათ ამ ნაბიჯის შემდეგ.

ალბათობა იმის, რომ სანქციები გაფართოვდეს და მეტი წამოვიდეს, ეგეც გაიზრდება. ასევე, ქვეყნის შიგნით, თუ ვინმე ფიქრობს იმ ფარში მონაწილოებაზე, რომელიც ოქტომბერში იგეგმება და ისინი თვითმმართველობსი არჩევენბს ეძახიან, ნებისმიერს გაუჭირდება იქ შესვლა, თუ პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან.

თუმცა, მეორე მხარეს არის არგუმენტები, რომ პოლიტიკოსები სჯობს გარეთ იყვნენ და რაღაც აკეთონ, ვიდრე ციხეში. მე ამ კუთხით არ გამიზომია, რამდენად სწორი და არასწორია, თავიდანვე, როცა ამ კომისიაზე დამიბარეს, მაშინვე ვთქვი, რომ ამ კომისიაზე არ მივალ და რაც არ უნდა მოყვეს, არანაირად ამ რეჟიმთან არ ვითანამშრომლებ. ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ არანაირი მონაწილეობა არ მივიღო ტყუილში და სიყალბეში,-ამბობს ის.

მისივე თქმით, ციხეში ჩაჯდომა მარტივი არ არის, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავისუფლების იდეისთვის აკეთებს.

არ დავემორჩილები რეჟიმის კაპრიზებს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გამტეხოს, ან ადამიანებს აჩვენოს, რომ მას შეუძლია გატეხოს და დაიმორჩილოს ნებისმიერი ადამიანი“,-დასძინა მან.