ჯაფარიძე: რუსთაველი არის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის ადგილი და იქ მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გასვლა ყოველ საღამოს არის ძალიან მნიშნელოვანი, რადგან “რუსთაველი არის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის ადგილი“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყველას მოუწოდებს, მიიღონ პროტესტში მონაწილეობა, რათა ეს გახდეს რეგულარული, რადგან, მისივე თქმით, “ეს არის ყველაზე მინიმუმზე მინიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა“.
რუსთაველი არის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის ადგილი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში, მეორე, ყველა ვიქენდზე მარშებში მონაწილეობა, რათა ესეც გახდეს რეგულარული. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მინიმუმზე მინიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ამაზე თუ რაღაცეებს გავაკეთებთ და დავაშენებთ, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ახლა რაც გვაქვს და უკვე გვიჭირავს ხელში, პროტესტი, სადაც ადამიანები შეეჩვივნენ, რომ იქ უნდა მიიღონ მონაწილეობა, იქ მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,- განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“.