რეჟიმი თუ პოლიტიკოსების დაჭერაზე მეტად გადავა, უფრო ამოითხრის იმ ორმოს, სადაც უკვე არის-ანა დოლიძე

21.05.25 00:02
რეჟიმი თუ პოლიტიკოსების დაჭერაზე მეტად გადავა, უფრო ამოითხრის იმ ორმოს, სადაც უკვე არის-ანა დოლიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ “რეჟიმი თუ პოლიტიკოსების დაჭერაზე მეტად გადავა, უფრო ამოითხრის იმ ორმოს, სადაც უკვე არის.“

როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ფანტასტიკა ხდება ქვეყანაში და ადამიანები, რომლებიც ერთად არიან ციხეში მოხვედრილები და რომლებსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, ერთმანეთს არც კი იცნობენ.“

ამ ხალხის ქუჩიდან აკრეფა და ტყვედ აყვანა ბოლო წამს მოფიქრებული გეგმაა,-ამბობს ის. 

ანა დოლიძის თქმით, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ოპოზიციის იმ შემადგენლობასთან, რომელმაც გადალახა ორპოლუსიანობა, არჩევნები წააგო, შესაბამისად, ცდილობს ადამიანები და პარტიები მოიშოროს.

ბიძინა ივანიშვილმა თვლა კარგად იცის, ეს არის ექსელის შიტებით მოქმედი პირი, რომელმაც კარგად იცის, რომ ოპოზიციის ამ შემადგენლობასთან, რომელმაც გადალახა ორპოლუსიანობა, შექმნა მრავალფეროვნება, მან არჩევნები წააგო. მან ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები იქნება და ემზადება. საკუთარი შემადგენლობა გამოცვალა, როგორც კაპიტანმა, რადგან ეს არის გუნდი, რომელმაც წააგო, უკვე დასანქცირდა ყველა და ამის პარალელურად, იცის, რომ შემადგენლობა, რომელმაც ეს არჩევნები მოიგო, აღარ უნდა გამოვიდეს არჩევნებზე. ამისთვის არსებობს ორი გზა-პარტიები და ადამიანები. ადამიანებზე გაფრთხილება, თუ არ იმუშავებს, ეუბნებიან, რომ დაიჭერს და რჩება პარტიები და ეს არის ის უფლება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიანიჭეს,- ამბობს დოლიძე.