"ვხედავთ, რომ ეს სახელმწიფო ვერც საზღვრებს იცავს" - კორძაია სააკაშვილის ჩამოსვლაზე
ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს ხელისუფლების უსუსურობად აფასებს. კორძაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლა მიუთითებს, რომ ხელისუფლება საზღვრების დაცვას ვერ ახერხებს.
მე ვფიქრობ, ძალიან უმნიშვნელოა ეხლა სააკაშვილი შემოვიდა-გავიდა. ფაქტია, რომ ხელისუფლება არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, სრული უსუსურობა დაუმტკიცა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილმა და ამიტომაც არის აგონიაში დღეს.ვხედავთ, რომ ეს სახელმწიფო ვერც საზღვრებს იცავს, ვერც სახელმწიფოს დაიცავს და ეს ხელისუფლება უბრალოდ უნდა დასრულდეს", - ამბობს კორძაია.