11 ათასით გაზრდილი უმუშევართა რაოდენობა საქართველოში - ეკონომისტების თქმით, "რეალობა სტატისტიკაზე უფრო მძიმეა"
საქართველოში უმუშევრთა რაოდენობა 11 ათასით გაიზრდა. ეს მხოლოდ 2025 წლის პირველი სამი თვის მონაცემებია. სამ თვეში სამსახური ასობით ადამიანმა დაკარგა. სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, 13 ათას ხუთასით შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა.
ექსპერტები ამბობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენილთა რიცხვი გაცილებით დიდია, რაც ოფიალურ სტატისტიკაში არ აისახა.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, ხალხის მოტყუებაა, როცა ამის ფონზე "ქართული ოცნება" ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს.
ხელფასის მიმღებთა რაოდენობა იყო იგივე დონეზე, რა დონეზეც იყო წინა წელს, ფაქტობრივად, მარტში ახალი სამუშაო ადგილები არ შექმნილა და სტატისტიკაც გვიჩვენებს, თუ სწორად ვიცი, რომ უმუშევრობის რაოდენობა გაზრდილია ქვეყანაში, შესაბამისად, კიდევ უფრო ანომალიური ხდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, როდესაც ქვეყანაში საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება, უმუშევრობა იზრდება, სხვადასხვა ინდიკატორებით არ არის ზრდა ტურიზმში, ფულად ტრანსფერებში და სექტორული მაჩვენებელიც არის გაუარესებული და პარალელურად გვიმტკიცებს ქართული ოცნება, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარის განცხადებით რეალური ფონი გაცილებით უფრო მძიმეა და რეალურად უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში გაცილებით უფრო მძაფრად დგას.
ორ რეალობაში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ერთი რეალობა არის ოფიციალური სტატისტიკა და მეორე რეალობა გახლავთ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ანალოგური სტუაციაა დასაქამების მიმართულებითაც, მაგალითად, ისტორიაში ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ოფიციაური სტატისტიკის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ გაზრდილია წინა წელთან შედარებით, თუმცა, რეალური ფონი გაცილებით უფრო მძიმეა და რეალურად უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში გაცილებით უფრო მძაფრად დგას", - ამბობს პაატა ბაირახტარი.
საქართველოში 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 14.7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 5.3 ათასი კაცით (0.6%) გაიზარდა და 958.3 ათასს მიაღწია. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. შედეგად, უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასით (4.7%) გაიზარდა და 239.4 ათასს შეადგინა.
მათივე მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტით განისაზღვრა. დასაქმების დონემ კი 0.5 პროცენტული პუნქტით იკლო და 46.8 პროცენტი შეადგინა.