თუ პოლიტიკოსობაზე გვაქვს ამბიცია, უკომპრომისო ბრძოლა და ბოიკოტი ყველაზე სწორი პოზიციაა - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც რეჟიმი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, ამბობს, რომ "ბრძოლა უკომპრომისო" უნდა იყოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმ ფონზე, როდესაც რეჟიმს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ციხეში ჰყავს გამოკეტილი, ბოიკოტი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.
უკომპრომისოა ბრძოლა, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევედით ბოიკოტში და 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. განა იმ 50 - დან ყველას არ შეუძლია, ხვალვე იყოს სახლში? შეუძლიათ ჩვეულებრივად ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან. ზოგმა გირაო გადაიხადოს და აღიაროს, ზოგმა სხვა ტიპის ნაბიჯი გადადგას. უკლებრივ ყველას, ვინც დღეს ივანიშვლს ჰყავს დაპატიმრებული და არის ციხეში, ყველას შეუძლია, მაქსიმუმ, ერთ კვირაში იყოს სახლში, უბრალოდ, პრინციპულობა და უკომპრომისობა გამოავლინეს და თუ პოლიტიკოსობაზე გვაქვს ამბიცია, ჩემი აზრით, მინიმუმ, ის უნდა აკეთო, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებს და ამ ბრძოლაში არის ძალიან მართალი პოზიციიდან ჩართული, - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის სასამართლომ გირაო დააკისრა. გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ კი ის ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად დასაპატიმრებელ პოლიტიკოსთა სიაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.