სააკაშვილი საქართველოშია, მას შევხვდებით 3 ოქტომბერს - ლევან ბეჟაშვილი

01.10.21 17:13
სააკაშვილი საქართველოშია, მას შევხვდებით 3 ოქტომბერს - ლევან ბეჟაშვილი

,,ენმ"-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და  საზოგადოება მას 3 ოქტომბერს შეხვდება. ბეჟაშვილის თქმით, სააკაშვილის თემით დესტაბილიზაციის შეტანას მმართველი გუნდი ცდილობს. 

ეს მანიპულაციები და ზედმეტი კითხვები საჭირო არ არის, ყველამ ვნახეთ  კონკრეტული ვიდეომტკიცებულება არსებობს, რომ სააკაშვილი არის საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს რეალურად "ქართული ოცნება" პანიკის დათესვით ცდილობს, დესტაბილიზაციის ელემენტები შეიტანოს თავად, ამბობენ, რომ სააკაშვილი არ არის  საქართველოს ტერიტორიაზე, დაარბენინებენ სპეცრაზმს გურიაში, ბათუმში და არის ერთი ამბავი. რეალურად ეს ვითარება,  ეს პანიკა აწყობს ეხლა "ქართულ ოცნებას", ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მივიდეთ არჩევნებზე და 3 ოქტომბერს ყველა მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავიცვათ ჩვენი ხმები. სააკაშვილი საქართველოშია, მას შევხვდებით 3 ოქტომბერს", - თქვა ლევან  ბეჟაშვილმა.