აღასრულებს თუ არა რეჟიმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას - კობახიძე კითხვას არ პასუხობს
აღასრულებს თუ არა ევროსასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას რეჟიმი - ირაკლი კობახიძე კითხვას არ პასუხობს. ივანიშვილის პრემიერმა დღეს ვერაფერი თქვა სტრაასბურგის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 5 წლიანი განხილვის შემდეგ პირდაპირ დაწერა, რომ მოსამართლეები ადმინისტრაციული წესით დაკავებულების უფლებებს არღვევენ, როდესაც მათი დაკავების კანონიერებას არ ამოწმებენ და პირდაპირ ციხეში უშვებენ ან აჯარიმებენ.
კითხვაზე საპასუხოდ, კობახიძე საუბარს სხვა თემაზე იწყებს და ისევ წინა ხელისუფლების "დანაშაულებებზე" საუბრობს.
ზოგადად, სტრასბურგის სასამართლო არის განაჩენი კოლექტიური ნაც-მოძრაობისთვის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური ნაც-მოძრაობა დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაკლებ ბევრჯერ დამარცხდა, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ისინი ყველა ამ შემთხვევაში. გახსოვთ, როგორი სარჩელები შედიოდა კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ტელევიზიებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველა საქმეში, სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა წინა ხელისუფლება და გაამართლა მოქმედი ხელისუფლება - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
მაჭავარიანის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს.