სააკაშვილს ციხეში არ ელოდება გაუპატიურება, მაგრამ ელოდება მეგის ქარდავა- ალუდა ღუდუშაური
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის, თქმით, საქართველოში სააკაშვილს ციხეში მეგის ქარდავა ელოდება.
დანამდვილებით გეუბნებით, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება და სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში. სააკაშვილს არ აქვს იმის გაბედაობა, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და ქართულ ციხეში, რომელიც არის დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების და არა ისეთი, როგორიც მეგის ქარდავას, სააკაშვილის და მისი ყავარჯნიანი მეგობრების დროს იყო. მას არ ელოდება ციხეში გაუპატიურება, არ ელოდება ყავარჯნიანი, მაგრამ ელოდება მეგის ქარდავა", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.