რა იქნება 26 მაისს? - წინააღმდეგობის პლატფორმის პასუხი რეჟიმს

21.05.25 15:32
რა იქნება 26 მაისს? - წინააღმდეგობის პლატფორმის პასუხი რეჟიმს

წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებმა 26 მაისის ღონისძიებაზე იმსჯელეს - შეხვედრა მეხუთე პრეზიდენტის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

როგორც პოლიტიკოსები "პირველებთან" ამბობენ, ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და ესკალაციას ადგილი არ ექნება. განმარტავენ, რომ ლოკაცია ისე იქნა შერჩეული, რომ რეჟიმის მიერ დაანონსებულ ღონისძიებასთან კვეთა არ მოხდება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე მოქალაქეებს, ვინც მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლას გეგმავს, ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი ესკალაცია. ეს უნდა იყოს საზოგადოების ერთიანობის დღე, ერთიანობისკენ მოწოდების დღე და ასეთი გეგმა აქვს, რომელიც სწორედ ამ მიზნებს ემსხურება. ასევე იქნებიან სტუმრები ჩამოსული, ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, რომ ღირსეულად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის განსაკუთრებული მომენტი, მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს მთელ სამყაროს, აჩვენის ჩვენს აგრესიულ რუს მეზობელს და მის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლება რომ ჰქვია დღეს, რომ ხალხი არ დათმობს თავისუფლებას, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთის" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რეჟიმს 26 მაისის ღონისძიება არეულობის და ნეგატივის შეტანა სურს, თუმცა ეს არ გამოუვა. 

ამიტომ არიან ისინი რუსები, რომ 26 მაისსაც უნდათ, აქციონ დაპირისპირების, ძალადობის და ნეგატივის დღედ, რაც არ გამოუვათ. ჩენ უკვე თვეზე მეტია, ვმუშაობთ აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომ ეს იყოს საერთო სახალხო, ეროვნული დღე, რომელიც ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. ერთის მხრივ, ასახავს იმას, რომ ეს დამოუკიდებლობის დღეა, მეორეს მხრივ იმას, რომ დამოუკიდებლობა დასაცავია და ყველა მცდელოლბა, დაპირისპირება შემოიტანონ ამ ჯგუფებში, ნეგატიური ტალღტა წამოწიონ, ჩვენ უნდა, დიდი პასუხისმგებლობით, გონიერებით შეხვდეთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ჩვენს რიგებში დაპირისპირება", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

"ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პლატფორმის წევრების მიზანია, 26 მაისი "ოცნების" ამომრჩევლის გადმობირების დღედ აქციონ. მისი თქმით, არ მისცემენ ე.წ. მთავრობას საფუძველს, ისაუბრონ, თითქოს ოპოზიცია ეროვნული დღის ჩაშლას გეგმავს. 

26-ში ვპირდებით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე, იმიტომ, რომ ჩვენ 26 მაისი გვინდა, ვაქციოთ მათ შორის, "ქართული ოცნების" დღევანდელი ამომრჩევლის გადმობირების დღედ და იმის ჩვენების დღედ, რას ვკარგავთ "ქართული ოცნების" პირობებში.

ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი აქცია, არავისთან დაპირისპირება არ იგეგმება, აქტივობები იგეგმება ყველა იმ ადგილისგან მოშორებით, სადაც მთავრობის აქტივობებია დაგეგმილი. არანაირ საფუძველს ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ, ისაუბროს, თითქოს ეროვნული დღის ჩაშლა მოვინდომეთ", - ამბობს ჩერგოლეიშილი. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 26 მაისი ერთიანობის დღე უნდა იყოს. პოლიტიკოსი მოქალაქეებს ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ დღეს ყველამ ერთად უნდა აჩვენის რეჟიმს, ვისია, სინამდვილეში, ეს ქვეყანა.  

26 მაისი არის ერთიანობის დღე. დღეს რაც აკლია საქართველოს, არის გაერთიანება. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც აპირისპირებს და აქეზებს ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ და უკვე ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, ჩვენი მეგობრების წინააღმდეგაც. ჩენი მეგობრებიც ჩამოვლენ ევროპიდან და ყველა ერთად, რაც შეიძლება მეტნი უნდა ვიყოთ, რომ ვაჩვენოთ რა არის საქართველო და ვისია ეს ქვეყანა სინამდვილეში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

"ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრმა დღეს 26 მაისს დაგეგმილ გამოსვლაზე ისაუბრა და თქვა: "რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ საშუალებას, რამე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ". 

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის გეგმებზე სასაუბროდ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 26 მაისს საქართველოს ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს“. 

მსგავსი სიახლეები