ასეთი ალტერნატივა გვაქვს: ან უნდა იყო აგენტი, ან ციხეში წახვიდე - ნინო ზურიაშვილი

21.05.25 15:32
ასეთი ალტერნატივა გვაქვს: ან უნდა იყო აგენტი, ან ციხეში წახვიდე - ნინო ზურიაშვილი

"ასეთი ალტერნატივა გვაქვს: ან უნდა იყო აგენტი, ან ციხეში წახვიდე", - ასე აფასებს "სტუდია მონიტორის" ხელმძღვანელი, ნინო ზურიაშილი “ქართული ოცნების” მიერ მიღებული “აგენტების კანონის”პრეზენტაციას.

მედიის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნულ იარლიყს ვერ მიიწებებს და შესაბამისად, არც აღნიშნულ პორტალზე დარეგისტრირდება. მისი თქმით, რეჟიმს სწორედ იმ ფაქტი აღიზიანებს, რომ თავისუფალ მედიას ვერ აკონტროლებს.

ასეთი ალტერნატივა გაქვს: ან უნდა იყო აგენტი, ან ციხეში წახვიდე. ეს პერსპექტივა გვაქვს ჩვენ დღეს. ციხეში წახვიდე იმიტომ, რომ თუ არ მოინდომე, რომ დაგაწებონ ეს აგენტის იარლიყი, მაშინ რას აკეთებ, რომ არ რეგისტრირდები? არცერთ შემთხვევაში არ დავრეგისტრირდები, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ აგენტები და ჩვენ ვართ ჩეულებრივი, თავისუფალი ჟურნალისტები და ამის გამო იშლებიან ჭკუიდან, რომ ვერ გვაკონტროლებენ, - ამბობს ნინო ზურიაშვილი. 

რაჟდენ კუპრაშვილი დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. საქმე ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას ეხება, რომელიც, რეჟიმის მტკიცებით, ამერიკული ფარას ანალოგია.

შეხვედრაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ იმყოფებოდნენ, რადგან მათ კუპრაშვილს ბოიკოტი გაოუცხადეს. დახურულ კარს მიღმა კუპრაშვილის მოსასმენად იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

რაჟდენ კუპრაშვილს “სტუდია მონიტორის” ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა  დღეს გამართულ შეხვედრაზე კითხვები დაუსვა.

გაირკვა, რომ შესაძლოა “ოცნების ფარა” ჯილდოს სახით მიღებულ თანხასაც შეეხოს.

ამასთან, კუპრაშვილი დაზუსტებით ვერ პასუხობს კითხვას რომელ მედიაორგანიზაციებს შეეხება კანონი. მისი თქმით, ეს შესწავლის შემდეგ გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები