ვის შეეხება “ოცნების ფარა”?

21.05.25 15:40
ვის შეეხება “ოცნების ფარა”?

ვის შეეხება “ქართული ოცნების” მიერ მიღებული “აგენტების კანონი", რომელიც დამოუკიდელი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ხელმძვანელების შეფასებით, რეპრესიულია და ივანიშვილის ხელისუფლების მაკონტროლირებელთა მოგუდვას ემსახურება. 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი მედიასთან განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ე.წ. აგენტის კანონის შეეხება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც უცხეოთიდან ფინანსდება.

მისი თქმით, კანონი ასევე გავრცელდება მათზეც, ვისი პოლიტიკური საქმიანობაც "საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებას ემსახურება". 

რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ ე.წ. ფარას კანონის მიზანია, არაკეთილსინდისიერი და შეფარული საქმიანობა გამოავლინოს და ამის შესახებ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს. 

კანონი შეიძლება, შეეხოს ნებისმიერ სუბიექტს იურიდიული პირი იქნება ეს თუ ფიზიკური პირი, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ შპს-ს სახით, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ის კრიტერიუმები, რაც კანონს აქვს განსაზღვრული რეგისტრაციისთვის, აღნიშნული კრიტერიუმები არსებობდეს. ეს არის დაფინანსება, რომელიც უნდა იყოს უცხოური და ასევე ის პოლიტიკური საქმიანობა და ან ისეთი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბების მიზნით. 

ამ კრიტერიუმებით ხორციელდება ყველა იმ სუბიექტის რეგისტრაცია ფარას პორტალზე, ვინც ამ საქმიანობას ეწევა, ვინც პოლიტიკას აკეთებს უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით.
ფარა უზრუნველყოფს არაკეთილსინდისიერი და შეფარული საქმიანობის გამოვლინებას, შესაბამისად, ფარა უზრუნველყოფს მოქალაქის ცოდნას, იცოდეს კონკრეტული ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი ვისი დავალებით მოქმედებს საქართველოში.

ფარას რეგისტრაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება სუბიექტი, ეს იქნება ჟურნალისტური საქმიანობით დაკავებული, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით დაკავებული. მნიშვნელოვანია, რომ ის კრიტერიუმები იყოს სახეზე, რაც სამართლებრივად არის გაწერილი", - ამბობს კუპრაშვილი.

რაჟდენ კუპრაშვილი დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. საქმე ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას ეხება, რომელიც, რეჟიმის მტკიცებით, ამერიკული "ფარას" ანალოგია.

შეხვედრაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ იმყოფებოდნენ, რადგან მათ კუპრაშვილს ბოიკოტი გაოუცხადეს. დახურულ კარს მიღმა კუპრაშვილის მოსასმენად იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

ორგანიზაციების წარმომადგეელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რაჟდენ კუპრაშვილის ღონისძიებაზე მიიყვანეს, ვინაობას მალავდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები