საზღვრები უკონტროლოა - არასამთავრობო სექტორი სააკაშვილის დაბრუნებას ეხმიანება
"საზღვრები უკონტროლოა" - არასამთავრობო სექტორი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, საქართველოში საზღვრები არ კონტროლდება, რის ეჭვსაც სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება იწვევს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თუ საქართველოში სააკაშვილი ნამდვილად ჩამოვიდა, ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ შსს ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
"საერთაშორისო გამჭირვალობის" თავმჯდომარის, ეკა გიგაურის, თქმით, დიდი პრობლემაა, თუ შსს საზღვარს ვერ აკონტროლებს.
სულ ცოტა ხანში ვნახავთ აქვს თუ არა ინფორმაცია შსს-ს ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუ ეს ინფორმაცია არ აქვთ ეს არის დიდი პრობლემა იმიტომ რომ წესით სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო საზღვარი. ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შსს ვერ აკონტროლებს სიტუაციას", - ამბობს ეკა გიგაური.
,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე, გომელაურის უწყებას მოუწოდებს, მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია საზღვრის კვეთასტან დაკავშირებით.
სახელმწიფომ უნდა იცოდეს, გადმოკვეთა თუ არა როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ზოგადად ვინმემ საზღვარი თუ ამ ეტაპისთვის გვაქვს ინფორმაცია შსს-სგან რომ არ გადმოუკვეთავს საზღვარი, თუმცა საპირწონედ გვაქვს ვიდეოები, რომელსაც ავრცელებს ყოფილი პრეზიდენტი. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ და შსს-მ ზუსტად გვითხრას, თუ არ იცის ეს დამატებით პრობლემაა ქვეყნისთვის", - ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.