მარიამ სიჭინავა: გვაქვს კადრები, სადაც ზარქუა რამდენჯერმე ეხება კერენ ესებუას ხელით, მისი თანმხლები პირი კი ურტყამს ქალ აქტივისტს
ზუგდიდელი აქტივისტები, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
როგორც "დროას" წევრმა "პირველებს" უთხრა, გუშინ, 20 მაისს ერთ-ერთ რესტორანში ზარქუასთან მყოფი პირი ხელით შეეხო კერენ ესებუას, ქალ აქტივისტს დაუზიანეს მობილური ტელეფონი.
მარიამ სიჭინავას თქმით, ივანიშვილის დეპუტატი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ცრუობს, როცა ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარის, ან სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, აქვთ მტკიცებულებები, კადრები, რომელსაც სასამართლოზე წარადგენენ, სადაც სიჭინავას თქმით, ირაკლი ზარქუა რამდენჯერმე ეხება კერენ ესებუას ხელით, მისი თანმხლები პირი კერენ ესებუას ურტყამს
ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია 173-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პარლამენტის დეპუტატის სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მინდა, ამონარიდი წაგიკითხოთ ირაკლი ზარქუას ჩვენებიდან:
"ჩვენ მათთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, არც მათთვის მიგვიცია საბაბი, რომ მოეყენებინათ შეურაცხყოფა. ინციდენტს აშაკარად ეტყობოდა, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი სასტუმრო "ლეთეში" ჩემთან მიმართებით პროვოკაციის მოწყობა და შეუაცხყოფის მოყენება ჩემი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე...
დასმულ კითვაზე გიპასუხებთ მათი მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარის, ან სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტს ადგილი არ ჰქონია".
ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სადაც ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მათი მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კადრები, რომელსაც სასამართლოზე აუცილებლად გამოვიყენებთ, სადაც ირაკლი ზარქუა რამდენჯერმე ეხება კერენ ესებუას ხელით, მისი თანმხლები პირი კერენ ესებუას ურტყამს, ის აყენებდა კერენ ესებუას დედას სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ შორის დაიფურთხა ჩვენი მიმართულებით და ამ დაფურთხებას მოჰყვა შემდეგ მისი გინება.
ხელი რომ დაარტყეს, ამის შედეგად კერენს გაუვარდა ხელიდან ტელეფონი და გვეგონა, რომ ტელეფონი იყო დაზიანებული, თუმცა აღმოჩნდა ტელეფონის ბრონი დაზიანებული"- აღნიოშნავს აქტივისტი.
სამეგრელოში მომხდარ ინცინდენტზე დღეს "ქართული ოცნების" პრემიერმაც გააკეთა კომენტარი. ირაკლი კობახიძემ მომხდარი თავდასხმად შეაფასა და ქალი აქტივისტები გალანძღა:
ერთი, რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, ანუ არც ქალის სახე, არც ადამიანი სახე, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ჰყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში და რა თქმა უნდა ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ეს ძალადობა, რასაც ვხედავთ - ამბობს ირაკლი კობახიძე.