ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე - მედიამენეჯერები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

01.10.21 17:58
ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე - მედიამენეჯერები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები მედიამენეჯერებს შეხვდნენ. "ტვ პირველის" ერთ-ერთი დირექტორის, ნანა აბურჯანიძის, თქმით, კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლებმა ევროდეპუტატებს საქართველოში მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. 

ჩვენ მათ დამატებით მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, რა ვითარება არის საქართველოში, როგორი ზეწოლის ქვეშ არის კრიტიკული მედია, ჩვენი მოლოდინები გავუზიარეთ, რისკები, რა გარემოში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. მოვყევი ლექსო ლაშქარავას ამბავი, რაც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკულია. ყველა მაუწყებელი იყო თითქმის წარმოდგენილი შეხვედრაზე", - თქვა შეხვედრის შემდეგ ნანა აბურჯანიძემ.