ახალი პოლიტიკური პატიმრების მოლოდინი და ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში

21.05.25 20:33
ახალი პოლიტიკური პატიმრების მოლოდინი და ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში

ახალი პოლიტიკური პატიმრები და ახალი პოლიტიკური რეალობის მოლოდინი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხისთვის ემზადება.  ოპოზიციის ლიდერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს შეხვდა.  რა საკითხებზე იმსჯელეს პირისპირი შეხვედრის დროს უცნობია. წულუკიანის კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, ხვალ 3 საათზე, "გირჩი მეტი თავისუფლების" დამფუძნებელს სავარაუდოდ დააკავებენ. ჯაფარიძე ამბობს, რომ ციხის არ ეშინია, იცის, რომ ეს რეჟიმთან ბრძოლის კიდევ ერთი ეტაპია. 

გირაოს გადახდის ვადა ხვალ ეწურება გიორგი ვაშაძეს. ჯერ ისევ არ მოუფიქრებია, გადაიხდის თუ არა რეჟიმის მიერ დაკისრებულ სახდელს. ახლა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პარტიის წევრებთან ერთად მსჯელობს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ციხიდან უფრო დაეხმარება თუ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში. 

დასაკავებელ პოლიტიკოსთა გრძელ სიაში ჯაფარიძის შედეგ მელიაა. გირაოს გადახდაზე ისიც უარს ამბობს. ნიკა  მელიასთვის რუსთავის მე-12 დაწესებულება დროებითი საცხოვრებელი ოლიგარქის რეჟიმის პირობებში სავარაუდოდ მეორედ იქნება.

ახალი პოლიტიკური პატიმრები - ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები