დაკავებული ექიმის სკანდალური პროცესი - იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომლის პატაკის საფუძველზეც გიორგი ახობაძე დააკავეს

21.05.25 20:47
დაკავებული ექიმის სკანდალური პროცესი - იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომლის პატაკის საფუძველზეც  გიორგი ახობაძე დააკავეს

გიორგი ახობაძის საქმე - მოწმე პოლიციელებმა სხდომათა დარბაზში სინდისის პატიმრის მიერ დასმულ ვერცერთ შეკითხვას ვერ უპასუხეს.  ოპერატიულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ არ გადაიღეს ახობაძის ჩხრეკა, პასუხგაუცემელია კითხვაც რატომ არ ჩატარდა ჩხრეკა ახობაძის თანმხლები პირის სახლში, თუ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოტიკი მის სახლშიც იყო. 

იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც ოპერატიულ ინფორმაცია მიიღო  და  პატაკი შეადგინა. ის გიორგი ხარგელიაა, პოლიციელმა სხდომათა დარბაზში ახობაძის ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა, დაკავებულ ექიმს უთხრა, რომ ვერ წარადგენს ვერცერთ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ახობაძეს ნარკოტიკული ნივთიერება თან ჰქონდა. 

პროცესი საპროტესტო გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია გიორგი ახობაძეს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, დაცვის მხარის განმარტებით მოწმე პოლიციელები ჩვენებები ადასტურებს იმას, რომ ახობაძეს ბიოლოგიური ნიმუში ძალის გამოყენებით აუღეს იმისთვის რომ საქმე მარტივად შეეკერათ, ჯერ ნარკოტიკი ჩაუდეს შემდეგ კი ბიოლოგიური  ნიმუში პაკეტზე გადაიტანეს.

სინდისის პატიმრის პროცესი - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები