რიყის დოქებს ანგრევენ - ცნობილია რას ააშენებენ ადგილზე

21.05.25 20:54
რიყის დოქებს ანგრევენ - ცნობილია რას ააშენებენ ადგილზე

მსოფლიოში ცნობილ იტალიელი არქიტექტორის ქმნილება ირაკლი კობახიძემ "სიმახინჯედ" გამოაცხადა და თქვა რომ ანგრევენ.  მაქსიმილიანო  ფუკსასმა ეს პროექტი  2016 წელს შექმნა. 

 ,,რიყის დოქები’’ მსოფლიო  ორიგინალური ნაგებობების ათეულში  მოხვდა.  ამავე არქიტექტორის   ქმნილება  მსგავსი  კონცეფციით რომში აშენდა.  დოქების იდეა იყო თეატრალური სცენა და  საგამოფენო სივრცე, თუმცა ახლა აქ სასტუმრო აშენდება. 

იუსტიციის სახლი, დოქების საგამოფენო სივრცე და მშვიდობის ხიდი, ძველ თბილისში, აშენებული თანამედროვე არქიტექტურის სამკუთხედ ქმნიდა, თუმცა აქ ახლა აქ შენობას ჩადგამენ. 

მთავრობის 761-ე განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ უძრავი  ქონების განვითარება მოიცავს სასტუმროს აშენებას რაც შესაძლო  მოიცავდეს სადემონტაჟო  სამუშაოებს.  არქიტექტორები   ამბობენ,  რომ  საჯარო  დანიშნულების შენობის ძველი  ქალაქის ისტორიულ  ცენტრში,  ჩანაცვლება კონკრეტული  ბიზნესმენის კერძო სასტუმროთი  გამოუსწორებელი  შეცდომაა. 

მსგავსი სიახლეები