მაკკლირი: სალომე ზურაბიშვილს და ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, გვერდში ვუდგავარ

21.05.25 20:14
მაკკლირი: სალომე ზურაბიშვილს და ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, გვერდში ვუდგავარ

ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მიმდინარე კვირას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მაკკლირის განმარტებით, აუდიენციის დროს სალომე ზურაბიშვილსა და ყველა იმ ქართველს, ვინც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, მხარდაჭერა გამოუცხადა. 

პატივი იყო მიმდინარე კვირას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის მასპინძლობა. მან გადავსებულ ოთახში ისაუბრა დემოკრატიაზე, დეზინფორმაციაზე და მისი ქვეყნის სამომავლო იმედებზე. გვერდში ვუდგავარ მას და ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის”, - წერს ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი.

მსგავსი სიახლეები