სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია - დიმიტრი პესკოვი

01.10.21 18:30
სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია - დიმიტრი პესკოვი

,,სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილი რუსეთის პრობლამა აღარ არის, რისთვისაც მადლობა ღმერთს გადაუხადა: 

მთავარია, ამ ცირკმა არ შეუქმნას საშიშროება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, სადც კი იმყოფება ეს ვაჟბატონი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის - განაცხადა დღეს პესკოვმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმში იმყოფება.