ბოკუჩავა: "ოცნებასთან" დაახლოებული კორუმპირებული ელიტა, წულაია და ძმანი მისნი ტრამპთან "არხის გაჭრას" ცდილობენ
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვისა და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს.
ამასთან, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის რეჟიმთან დაახლოებული "კორუმპირებული ელიტა, წულაია და ძმანი მისნი" აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან კავშირების მოძებნას და "არხის გაჭრას" ცდილობენ.
განიხილება დამატებითი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მის პროპაგანდისტებზე, ე.წ. ბიზნესმენებზე და სინამდვილეში კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლებიც დაბრძანდებიან ამერიკაში და ითხოვენ ინვესტიციების ჩადებას, დონალდ ტრამპთან კავშირების მოძებნას. "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კორუმპირებული, კლეპტოკრატიული ელიტა, წულაია და ძმანი მისნი დაიარებიან და ცდილობენ, რომ რამენაირად "არხი გაჭრან" პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ეს იქნება შეუძლებელი. ეს დაამტკიცა მარკო რუბიოს დღევანდელმა განცხადებამაც". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.