გვარამია: გვაქვს მზაობა, რომ ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი ციხეში აღმოჩნდეს

21.05.25 22:20
გვარამია: გვაქვს მზაობა, რომ ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი ციხეში აღმოჩნდეს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის, ის და მისივე პარტიელები დააკავონ.

"მე მაქვს მზაობა, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს ჩემი კოალიციიდან, რომ პოლიტიკოსებში ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი იქნება ის, ვინც ციხეში აღმოჩნდება" - ამბობს ნიკა გვარამია "ტვ პირველის" ეთერში და აღნიშნავს, რომ რეჟიმისთვის გირაოს არ გადახდა მორალურად, ისტორიულად და პოლიტიკურად მართებული გადაწყვეტილებაა. 

არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ეს არ არის ხელისუფლება, სადაც შეიძლება რაციონალური მოლოდინები მქონდეს. მე მაქვს მზაობა, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს ჩემი კოალიციიდან, რომ რეალურად პოლიტიკოსებში ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი იქნება ის, ვინც აღმოჩნდება ციხეში. ეს ასეა. თუ არ ვცდები, დანარჩენებმა გადაიხადეს და ვინც არ გადაიხადა, გადაიხდის. ჩვენ სამნი დავრჩით. ჩვენ მოლოდინი რისი გვაქვს და რისი არ გვაქვს, ეს სპეკულაციების თემაა. ჩვენ გვაქვს მზაობა, რადგან ვიქცევით პოლიტიკურად სწორად, ისტორიული გადასახედიდანაც სწორად და მორალურადაც სწორად." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო დააკისრა. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული ნიკა მელიასაც, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე 20 ათას-ლარიანი გირაო გამოუწერეს. ამასთან, გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძეს 1-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის "ოცნების" მიერ შედგენილ დასაკავებელ პოლიტიკოსთა სიაში პირველია.

მსგავსი სიახლეები