მადლობა სააკაშვილს, გააფარჩაკა თავისი პარტია და კანდიდატი - კახა კალაძე

01.10.21 18:32
მადლობა სააკაშვილს, გააფარჩაკა თავისი პარტია და კანდიდატი - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მადლობას უხდის. 

მოქმედი მერის შეფასებით, სააკაშვილმა მძიმე მდგიმარეობაში ჩააგდო საკუთარი პარტია და ასევე მერობის კანდიდატიც.

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარო პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას. დაველოდოთ ხვალინდელ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი. ვერავინ გააფუჭებდა პარტიას და საკუთარ კანდიდატს ასე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა... ეს იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, რომ თითქოს მიშა არის ბათუმში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია და სამწუხაროდ მისი კანდიდატი"- აცხადებს კალაძე.