ზურა ჯაფარიძე: ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს
გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელიგან ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში":
პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით.
გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელიგან ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი.
ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში"- წერს ოპოზიციონერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მას ხელბორკილებს დაადებენ და ციხეში გაუშვებენ.