ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები - ჯინ შაჰინი

01.10.21 18:47
ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები -  ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს მთელი მსოფლიო ყურადღებით დააკვირდება. მისი თქმით, თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, საქართველოს დასავლური მისწრაფებები ძალიან გართულდება.

ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე ევროპის ქვეკომიტეტის წამყვან რესპუბლიკელ წევრთან ერთად გესაუბრებით, რადგან ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს ის წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა, როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება, - განაცხადა შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.