პარტიის საგანგებო განცხადება კიბერთაღლითობაზე: რუსულენოვანი ვებგვერდიდან მამუკა ხაზარაძის შესახებ ყალბი ინფორმაციები ვრცელდება
"ლელო - ძლიერი საქართველო" კიბერთაღლითობის თაობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პარტია იტყობინება, რომ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გაურკვეველი რუსულენოვანი ვებგვერდი დეზინფორმაციას ავრცელებს.
"ლელო - ძლიერი საქართველო" მოქალაქეებს გვერდის დარეპორტებისკენ მოუწოდებს.
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ “ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარის მიმართ ადგილი აქვს დეზინფორმაციულ კიბერთაღლითობას, გაურკვეველი რუსულენოვანი ვებგვერდიდან, რომელიც მამუკა ხაზარაძის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.
გთხოვთ, არ გააზიაროთ სოციალური ქსელიდან აღნიშნული დეზინფორმაცია და დაარეპორტოთ წყარო, საიდანაც ის ვრცელდება.
“ლელო-ძლიერი საქართველოს” შესაბამისი სამსახური მუშაობს აღნიშნული კიბერთაღლითობის აღმოსაფხვრელად." - წერია განცხადებაში.