პროკურატურა არ ამბობს, მოითხოვს თუ არა ზურა ჯაფარიძის პატიმრობას
პროკურატურა არ ამბობს, მოითხოვს თუ არა ზურა ჯაფარიძის პატიმრობას - სისხლის სამართლის საქმის პროკურორთან გასაუბრება "პირველების" ჟურნალისტმა სცადა, თუმცა მან არცერთ კითხვას არ უპასუხა, თქვა მხოლოდ ის, რომ ყველაფერს სხდომაზე გააჟღერებს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, იურისტის თქმით, დღევანდელ პროცესზე სამ შუამდგომლობას დააყენებენ - მოითხოვენ გირაოს გაუქმებას, თეა წულუკიანის გამოკითხვას და ასევე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
- საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი ზუსტად 15:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციონერ ლიდერს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის საამრთლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.