მოგვდის სამწუხარო ცნობები მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე - რონ ჯონსონი

01.10.21 18:58
მოგვდის სამწუხარო ცნობები მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე - რონ ჯონსონი

სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე ცნობები მისდის. სენატორი იმედოვნებს, რომ არჩევნები საქართველოში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. 

ჩვენ მოგვდის სამწუხარო ცნობები მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე, იმაზე, რომ ისინი კანდიდატებს არცევნებისგან გათიშვისკენ დაშნებით უბიძგებენ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო გარემოთი. უშუალოდ არჩევნების დღეს გვსურს ვიხილოთ სიმშვიდე და ამომრჩევლისთვის უსაფრთხო გარემო, არჩევნების შემდეგ კი პრობლემების არსებობის შემთხვევაში გვსურს ვიხილოთ სრულად გამჭვირვალე გამოძიება საბოლოო ჯამში და ეს ნებისმიერი დემოკრატიაში ასეა. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. დემოკრატია მხოლოდ ასე მუშაობს, - განაცხადა ჯონსონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.