ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს არ უშვებენ

22.05.25 15:32
ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს არ უშვებენ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე დასასწრებად გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს სხდომათა დარბაზში არ უშვებენ. ადგილზე მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საელჩოს წარმომადგენელს ეუბნებიან, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი უკვე დაიწყო, ამიტომ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას ვერ მისცემენ. 

არადა, ამ დრომდე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. საქალაქოს დერეფანი პარალიზებულია და ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ პროცესზე შესვლას ვერ ახერხებს. 

  • საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. ოპოზიციონერ ლიდერს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის საამრთლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები